ჩვენ შესახებ Index | Wealth Management წარმოგიდგენთ შემდეგ პროექტს Avlabari by Index, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში - ბოჭორმას ქუჩაზე, ავლაბარში. მშენებლობა მიმდინარეობს 8,000 მ2-ზე, ხოლო კორპუსი განლაგებულია 4,000 მ2-ზე.
• პროექტი 20 სართულიანია. • პირველ 2 სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები • -3 სართულზე საპარკინგე სივრცე.
ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სკვერი და საბავშვო ზონა. პროექტში შემავალი ბინების მოცულობა იწყება 30,9 მ² -დან და უმეტესი მათგანი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ხედებით ქალაქზე. პროექტი სრულდება 2026 წელს.
• Index | Wealth Management -ში მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ, მოქნილ და მაქსიმალურად მათზე მორგებულ გადახდის პირობებს, პირველადი 0%-იანი შენატანითა და 30 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით.
Avlabari by Index გამოირჩევა სტრატეგიული ადგილმდებარეობით, ძველ თბილისზე ხედებით და ყველა საჭირო დანიშნულების ობიექტთან სიახლოვით შენობაშივე განთავსდება ჰიპერმარკეტი და სავარჯიშო დარბაზი. აქ აპარტამენტის შეძენა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
მეტრო 300 არაგველი - 5 წუთი
საჯარო პარკი - 10 წუთი
წინანდლის ბაღი - 7 წუთი
Საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - 8 წუთი
სკოლა - 5 წუთი
სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი - 8 წუთი
რიყის პარკი - 5 წუთი
ისანი მოლი - 4 წუთი
Საავადმყოფო - 2 წუთი
Სამების ტაძარი - 8 წუთი
ეს მდებარეობა უზრუნველყოფს მარტივ წვდომას სხვადასხვა დაწესებულებებთან.
▪ ტურიზმის სექტორში ზრდის ტენდენციები შეინიშნება. 2023 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ტურიზმი 91%-ით გაიზარდა 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით. ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობა, უმნიშვნელოდ დაიწია და 2019 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდა, არარეზიდენტების ზოგადი ქცევა ამით ნორმალიზდა.
16.8%
▪ უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში სტაბილურად იზრდება. Კოვიდამდე პერიოდს თუ შევადარებთ, უძრავი ქონების გაყიდვები 16.8 %-ით გაიზარდა 2023 წელს.
22%
▪ 2022 წლის მონაცემებით, თბილისში ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა წელიწადში 22%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეულია საშუალო და პრემიუმ ხარისხსის ახალაშენებულ ბინებზე გაზრდილი მოთხოვნით. 2023 წელს ჩანს ბაზრის უმნიშვნელო ცვლილება; თუმცა საერთო მაჩვენებლები ჯერ კიდევ მაღალია.
86%
▪ 2022 წელს ახალაშენებულ პრემიუმ ტიპის აპარტამენტებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა, ხოლო საშუალო სეგმენტის შემთხვევაში 86%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2023 წელსაც მოთხოვნა იზრდებოდა, მაგრამ უფრო ნორმალური და ბუნებრივი ტემპით.
2023 წელს:
▪ ქირის ფასი და შესაბამისად მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით მაღალ დონეზე დასტაბილურდა, რითაც ბუნებრივია გაძლიერდა უძრავ ქონებაში ინვესტირების მომგებიანობა.